ბილ გეიტსის კრიტიკის შემდეგ ბიტკოინის კურსი დაეცა

image

ბიტკოინის ღირებულება 10 ათასი დოლარიდან, 9,2 ათასამდე დაეცა, მას შემდეგ რაც კრიპტოვალუტა Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა და Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა გააკრიტიკეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC-ი ავრცელებს. 

გეიტსმა ბიტკოინს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სპეკულაციური მოვლენა უწოდა. თქვენ არაფერს აწარმოებთ, ამიტომ არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ მისი ფასი აიწევს. ეს ნამდვილი დიდი სულელის თეორიაა, - განაცხადა გეიტსმა. 

როგორც ეკონომიკური გამოცემა  CoinDesk-ი წერს, კრიპტოვალუტის კურსი ფაქტობრივად კომაში ჩავარდა. 

2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.

დატოვე კომენტარი