უორენ ბაფეტი: ბიტკოინი ვირთხების საწამლავია

image

ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. კომპანია Berkshire Hathaway-ს აქციონერთა შეკრებაზე მილიარდერმა ბიტკოინი ვირთხების საწამლავს შეადარა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ბაფეტის მოადგილემ ჩარლი მანგერმა კი კრიპტოვალუტას უგუნურობა უწოდა. მანამდე, ბაფეტმა არაერთგზის განაცხადა, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიციების ჩადებას არ აპირებს და ვარაუდი გამოთქვა, რომ ბიტკოინების ისტორია ადრე ვთუ გვიან „ცუდად დასრულდება.

როგორც ეკონომიკური გამოცემა  CoinDesk-ი წერს, კრიპტოვალუტის კურსი ფაქტობრივად კომაში ჩავარდა. თუ იანვარში დღეების რიცხვი, როდესაც ბიტკოინის ღირებულება გაყიდვების შემდეგ ათასი დოლარი იყო 21, აპრილში დღეების რიცხვი ორია. 

2017 წლის დეკემბერში, პიკზე, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაიაფება დაიწყო.

დატოვე კომენტარი