2014 წლის შემდეგ ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

image

ნავთობის ფასი 2014 წლის ნოემბრის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

ნიუ-იორკში 70 დოლარს გადააჭარბა ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა, რაც პირველად მოხდა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ. მაშინ, როცა ინვესტორები შეშფოთებული არიან ტრამპის გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგების გამო, ირანის ნავთობმრეწველობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაგრძელებას აპირებს, იმის მიუხედავად, რომ აშშ ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს.

2015 წლის ამ შეთანხმებით, რომელსაც ირანისა და აშშ-ის გარდა ხელი მოაწერეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმა, ირანს შეზღუდული აქვს თავისი ბირთვული პროგრამა მისი საწინააღმდეგო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

დატოვე კომენტარი