ORACLE ახალ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს ნერგავს

image

Intercontinental Exchange მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი წამყვანი საერთაშორისო ფიუჩერსული ბირჟაა. აწარმოებს ნავთობით, ნავთობპროდუქტებით, ბუნებრივი აირით ვაჭრობის ოპერაციებს და ახლა კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის ონლაინ-პლატფორმას ავითარებს. The New York Times-ის ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა მსხვილ ინვესტორებს ბიტკოინით ვაჭრობის საშუალებას მისცემს. 

კომპანია Oracle ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საფუძველზე ახალ პროდუქტებს ნერგავს. Oracle არის მეორე კომპანია მსოფლიოში, რომელიც უმთავრეს პროგრამულ უზრუნველმყოფად კომპანიად ითვლება Microsoft-ის მერე. მომხმარებლისთვის იგი უმეტესად პროგრამული ენით, Java-თი არის ცნობილი. იგი მომდევნო ორი თვის განმავლობაში რამდენიმე ბლოკჩეინ-პროდუქტის ამოქმედებას გეგმავს. მაისში კომპანია ახალი PaaS-ის მოდელის წარმოდგენას გეგმავს, ხოლო ივნისში რამდენიმე პროგრამას ერთად წარმოგვიდგენს, რომლებიც განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. 

ევროპის კრიპტობირჟები უფრო თანმიმდევრულ რეგულირებას მოითხოვენ. ევროკავშირის ქვეყნების კრიპტო-ბროკერებმა ერთი მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე მიმართვები განაახლეს. Bloomberg-ის მიხედვით, კომპანიები დაიღალნენ იმ იდეასთან ბრძოლაში, რომ კრიპტოვალუტა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დასაფინანსებელი კარგი საშუალებაა. მათ მკაფიო წესებით თამაში ურჩევნიათ და მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრეები არიან.

დატოვე კომენტარი