საქართველომ უნდა იამაყოს, რომ კრიპტოვალუტების მოპოვებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა

image

"მსოფლიო ბანკის" მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს ტიმერი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს იმით, რომ კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ მსოფლიოში მესამე პოზიციაზეა. 

"ეს მხოლოდ კრიპტოვალუტის მოპოვებას არ ეხება, ეს ბლოკჩეინის გამოყენებასაც ეხაბა, ინოვაციური პროცესები მიმდინარეობს და ძალიან კარგია ამგვარი მზაობა ამ პროცესებისადმი", - განაცხადა ჰანს ტიმერმა გადაცემაში "საქმიანი დილა". 

"მსოფლიო ბანკის" მთავარი ეკონომისტი გამოწვევებზეც საუბრობს და მთავარ პრობლემად ელექტროენერგიის ფასსა და მასზე მოთხოვნის ზრდას ასახელებს. 
"კრიპტოვალუტის გამომუშავების მხრივ აქტივობა ძალიან ადვილად შეიძლება დრამატულად გაიზარდოს და შესაბამისად ელექტროენერგიის მოხმარებაც ასევე სწრაფად გაიზრდება. ამის დაგეგმვა არის ძალიან რთული და მთავრობას საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მოუწევს. ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად", - აღნიშნა ჰანს ტიმერმა. 
მისი თქმით, სამომავლოდ კრიპტოვალურის სექტორის რეგულირება აუცილებელია და ის უნდა ითვალისწინებდეს ტრანზაქციების მიმართულებას. 

"ხანგრძლივ პერსპექტივაში, ეს რეგულაცია აუცილებელია, როგორც კრიპტოვალუტების საბაზრო სისტემისთვის, ასევე საბანკო ინდუსტრიის არსებობისთვის, რადგან უნდა არსებობდეს თანაბარი ველი ორივე ინდუსტრიისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ თანაბარი შანსები, თანაბარი შესაძლებლობები და რეგულაციები არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი მიმართულების სასაზგებლოდ, ან საზიანოდ", - განაცხადა ტიმერმა.

დატოვე კომენტარი