ტაილანდში კრიპტოვალუტა დააკანონეს

image

ტაილანდის ხელისუფლებამ კრიპტოვალუტით ოპერაციები დააკანონა. ამის შესახებ გამოცემა The Bangkok Post-ი იტყობინება.

ახალი რეგულაცია სამეფოს ოფიციალურ გამოცემებში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ის ძალაში შევიდა. კანონის თანახმად, ყველა ის პირი, რომელიც კრიპტოვალუტით ოპერაციებს ახორციელებს, უსაფრთხოების სპეციალურმა კომისიამ 90 დღის განმავლობაში უნდა დაარეგისტრიროს.

კანონის დამრღვევებს ჯარიმის სახით 500 ათასი ბატის (15 ათასი დოლარი) გადახდა ან 2-წლიანი პატიმრობა ელით.

დატოვე კომენტარი