მსოფლიო ბანკი ზაფხულში საქართველოს დაფინანსების პორტფელს გაზრდის

image

მსოფლიო ბანკში შემავალი ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს დაფინანსების პორტფელს გაზრდიან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ფინანსური პორტფელი რამდენიმე ფორმალური პროცედურის დასრულების შემდეგ გაიზრდება.

"ჩვენ საშუალება გვექნება, საქართველოში განვახორციელოთ მეტი პროექტი, განსაკუთრებით, კერძო სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ მეტი ეკონომიკური ზრდა. საუბარია ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეს ზრდა აისახოს თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე და მსოფლიო ბანკის პროექტები სწორედ ამაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

14-16 მაისს საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა იმართება.

ეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა ოფიციალური დელეგაციის პირველი ვიზიტია საქართველოში. 

დატოვე კომენტარი