ბახტაძე: საქართველოში ჭარბვალიანობის რისკი მაღალია

image

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სესხების დიდი ნაწილი არ არის ვადაგასული, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ გვაქვს ჭარბვალიანობის რისკი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს ჩვენს და ეროვნული ბანკის ინიციატივებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, იზიარებს იმ რისკებს, რასაც ჩვენ ვხედავთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სესხების დიდი ნაწილი არ არის ვადაგასული, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ გვაქვს ჭარბვალიანობის რისკი. ეს რისკი ქვეყანაში გვაქვს და ამაზე საუბრობს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი თავის დასკვნაში, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დასკვნის თანახმად, საქართველოში ცენტრალური აზიისა და კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით პრობლემური ვალები ნაკლებია. მამუკა ბახტაძის თქმით, სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ინიციატივებს, რომელიც ქვეყანაში ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ემსახურება. 

დატოვე კომენტარი