დამატებითი შემოსავალი მათთვის ვინც სამოგზაუროდ მიდის

image

არსებობს რამოდენიმე სერვისი, რომელიც შეგიძლიათ მოგზაურობის დროს დამატებითი შემოსავლის მიღებისთვის გამოიყენოთ. მაგალითად:

აშშ-დან შეკვეთის წამოღება - Passenger.me
ყველას, ვინც აშშ-დან ბრუნდება, ეს სერვისი სთავაზობს დროებით კურიერი გახდეს. სქემა ასეთია: კლიენტი ირჩევს საიტიდან შერჩეულ გაჯეტს, ხოლო მისი ზუსტ დროში მიწოდებისთვის სერვისი იყენებს ტურისტებს, რომელბიც ამერიკიდან ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში. ასეთი საერთაშორისო კურიერი რომ გახდეთ, საჭიროა საიტზე დატოვოთ ინფორმაცია თქვენი რეისის შესახებ, საიტის თანამშრომლები კი შეარჩევენ ამ პერიოდში მისაწოდებელ ამანათებს. კომპანიის წარმომადგენელი დროებით კურიერს ხვდება ეროპორტში და გადასცემს მისაწოდებელ ნივთს. კლენტები წინასწარ იხდიან მიწოდების საფასურს საიდანაც დროებითი კურიერი თავის წილს მიიღებს PayPal-ის ანგარიშზე. მომსახურების საფასური დამოკიდებულია  იმ ნივთების მოცულობასა და წონაზე, რომლის გადატანაც შეუძლია დროებით კურიერს. 

სუვენირების ჩამოტანა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, Gransjoy.com
ამ რესურსზე მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან სთავაზობენ გახდნენ ფოსტალიონები და განახორციელონ სუვენირების ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთების გადაზიდვა მსოფლიოს მასშტაბით. სამოგზაუროდ წასულ ტურისტს შეუძლია საიტზე დატოვოს თავისი მარშრუტის შესახებ ინფორმაცია და დაელოდოს გამოხმაურებას მათგან, ვისაც რაიმეს გაგზავნა ან მიღება სურს. მოგზაურს მიწერენ სოციალურ ქსელში, მაგალითად Facebook-ში. მომსახურების გაწევის საფასური დაფიქსირებული არ არის: ტურისტი ამის თაობაზე უნდა მოელაპარაკოს იმ პირს, ვინც შეკვეთას აკეთებს. ეს შეიძლება იყოს არამარტო ფული - ზოგჯერ კლიენტმა შეიძლება ტურისტს შესთავაზოს აეროპორტიდან სახლამდე მიყვანა, ტვირთის გადატანაში დახმარება და ა.შ.  

მოკლედ, გაითვალისწინეთ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რჩევები, მიიღეთ დამატებითი შემოსავალი მოგზაურობის დროს და მოიხმარეთ სხვა საჭიროებებისთვის.  წარმატებებს გისურვებთ!

დატოვე კომენტარი