Rolex-ის საათი აუქციონზე $6 მილიონად გაიყიდა

image

ჟენევაში გამართულ აუქციონზე Rolex-ის მაჯის საათი $6 მილიონად გაიყიდა. 

ვინტაჟური სტილის საათს სხვა საათებისგან ორიგინალური დიზაინი გამოარჩევს. ის თეთრი ოქრითი არის გაფორმებული. 

საათის ახალი მფლობელის ვინაობა არ გასაჯაროებულა. 

აუქიონზე გაყიდვამდე საათის მფლობელი ჯონ გოლდენბერგი იყო. მან აუქციონიდან მიღებული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა. 

აღსანიშნავია, რომ Rolex-ის ისტორიაში ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც საათი ყველაზე ძვირად გაიყიდა. 

დატოვე კომენტარი