ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო 105-ე ადგილზეა

image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით მსოფლიოში 105-ე ადგილზეა. საქართველოს უსწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან: ტუნისი, ნაურუ, ნამიბია, ეკვადორი, კოსოვო, ვენესუელა, მონღოლეთი და სხვა. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

მდიდარი ქვეყნების ოცეულის ბოლო ადგილზე დანიაა. გამოცემის ცნობით, იმისთვის, რომ საქართველო დანიის დღევანდელ ეკონომიკურ ცხოვრებას დაეწიოს, 78 წელიწადი სჭირდება. საშუალოსტატისტიკური დანიელი საშუალოსტატისტიკურ ქართველზე დაახლოებით 4.7-ჯერ მდიდარია. 

დატოვე კომენტარი