2014 წლის შემდეგ პირველად Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბა

image

2014 წლის შემდეგ პირველად Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

კერძოდ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 80,18 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება WTI-ს ტიპის ნავთობს, მისი ფასი ბარელზე 71,88 დოლარია.

17 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგი 1.4 მილიონი ბარელით შემცირდა.

დატოვე კომენტარი