საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები შესაძლოა საგრანტო ფონდში აქციონერებად ჩაერთონ

image

დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე ხელისუფლებამ სრული მხარდაჭერა მიიღო.

„საგარანტიო ფონდების ინსტრუმენტი ზოგადად დასავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ევროპაშიც, ეს არის კარგად დანერგილი და აპრობირებული ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებელია მიმართული იყოს კონკრეტული ჯგუფების მიმართ, სადაც სახელმწიფოს აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს განვითარებაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცეპრემიერის ინფორმაციით, მან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შესთავაზა ფონდში აქციონერების სახით მონაწილეობა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები გადაიდგას ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მოხდეს ეკონომიკის სწორი სტიმულირება და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ქვეყანამ მიიღოს სარგებელი ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან დაგეგმილ რეფორმას პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები იყოს აბსოლუტურად გამართული, იყოს სწორი, რაშიც ჩვენ დღეს მივიღეთ რწმუნება, რომ გვექნება სრული მხარდაჭერა და დახმარება და კარგ შედეგს მივიღებთ“, - აღნიშნა პირველმა ვიცეპრემიერმა.

დატოვე კომენტარი