2022 წლამდე Starbucks-ი ჩინეთში 3,000 ახალ მაღაზიას გახსნის

image

2022 წლამდე Starbucks-ი ჩინეთში 3,000 ახალ მაღაზიას გახსნის. ამის შესახებ Washington Post-ი წერს. 

ამ დროისთვის კომპანია ჩინეთის 100-ზე მეტ ქალაქში უკვე ფლობს 3,000-ზე მეტ მაღაზიას. ქსელის გაფართოების შემდეგ კი კომპანია ვარაუდობს, რომ გასამმაგებულ შემოსავალს მიიღებს. 

აღსანიშნავია, რომ აზია Starbucks-ისთვის ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი გასული წლის ანალაგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით გაიზარდა. 

დატოვე კომენტარი