რეგიონებში უმუშევრობის დონე გაიზარდა

image

2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2016 წელთან შედარებით, 0.1 %-ით შემცირდა და 13.9 % შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატმა გამოაქვეყნა. 

ზოგადი დადებითი ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უმუშევრობის დონე გაზრდილია. კერძოდ, უმუშევრობა თბილისში 1.2%-ით გაიზარდა.

იმერეთის რეგიონში უმუშევრობის 1.6%-იანი ზრდაა, შიდა ქართლში 2%-იანი, ხოლო ქვემო ქართლში 3.5%-ით გაიზარდა უმუშევრობა. 

რეგიონებს შორის უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა აჭარასა (5.8%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (3.4%).

დატოვე კომენტარი