საქართველოში შესაძლოა აშშ-ის კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნას

image

პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, აშშ-ში კომერციის მდივანს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა, რომლიდანაც სამხრეთ კავკასია და რეგიონის სხვა ქვეყნები დაიფარება.

სადღეისოდ, ოფისი, რომელიც საქართველოს და რეგიონს ფარავს, თურქეთში მდებარეობს. ქართული მხარის მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკული კომპანიების ინტერესი საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ, ამდენად, მიზანშეწონილი იქნებოდა, კომერციის ოფისის წარმომადგენლობის საქართველოში ამოქმედება, რაც დამატებით სტიმულს მისცემდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობებისგანვითარებას.

შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უილბურ როსს შორის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. 

დატოვე კომენტარი