საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12000-ით გაიზარდა

image

2017 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12 000 ათასი კაცით გაიზარდა, შედეგად ამ მიმართულებით 284 ათასი ადამიანი მუშაობს. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

მონაცემების მიხედვით, საჯარო სექტორში, ჯამში დასაქმებულთა 16.6% მუშაობს. ამასთან, 22.5 ათასით შემცირდა და დღეის მონაცემებით, 1 423 ათასი ადამიანი მუშაობს კერძო სექტორში. დასაქმებულებიდან 882 ათასი თვითდასაქმეულია.

დატოვე კომენტარი