ბანკებისთვის უძრავი ქონების შეფასების ახალი ინსტრუქცია ამოქმედდება

image

კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ახალი ინსტრუქცია ამოქმედდება. ინსტრუქცია რამდენიმე მიზანს ისახავს, მათ შორის: საბანკო სექტორში უძრავი ქონების შეფასების ხარისხის ამაღლება; შეფასების პროცესის და პრინციპების მეტი გამჭირვალობა; შემფასებლის ეთიკის სტანდარტების განსაზღვრა და შემუშავება; შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაწერა და IVS “გაიდლაინის“ დანერგვა – შეფასების საერთაშორისო სტანდარტების აღიარება. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე კომერციულ ბანკებს არ ჰქონდათ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ერთიანი სტანდარტი, შესაბამისად უძრავი ქონების შეფასების ინდივიდუალური სტანდარტით მოქმედებდნენ. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინსტრუქციის საშუალებით გაუმჯობესდება ქონების შეფასების ხარისხი. მაგალითისათვის, შეფასება დისტანციურად აღარ მოხდება, რაც შეამცირებს შეფასების სიზუსტესთან დაკავშირებულ რისკებს. სავალდებულო ხდება უძრავი ქონების ანალოგების მოძიება და გადამოწმება, რაც ასევე ზრდის წონების საბაზრო ღირებულების ადეკვატურობას. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დოკუმენტი 1 ივნისიდან ამოქმედდება.

დატოვე კომენტარი