გსურთ აიღოთ მიკროკრედიტი? ღირს კი? - რა რისკებს შეიცავს ის

image

გარშემო უამრავ რეკლამას ნახავთ, სადაც ძალიან მიმზიდველი ტექსტით მოგვიწოდებენ მიკროკრედიტის აღებისკენ, ამ ტექსტებს შეხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სარეკლამო რგოლებში, ბეჭდური სახით და ინტერნეტში. რა იმალება სინამდვილეში ასეთი შეთავაზებების უკან? 
უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იდეა ახალი არ არის: დიდი ხანია გარკვეული ბანკები გვთავაზობენ ამ მომსახურებას - როგორც კრედიტის ექსპრეს გაცემას. თუმცა, რა თქმა უნდა ამასაც სუფთა საკრედიტო ისტორია  და გარკვეული დოკუმენტებიც სჭირდება. დღეისათვის მიკროკრედიტის გაცემის პირობები კიდევ უფრო გამარტივებულია, სესხის აღება უკვე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, ამისთვის არსებობს უამრავი ელექტრონული გვერდები, სადაც დარეგისტრირდებით პირადი მონაცემებით, შეავსებთ განაცხადის ფორმას და უმოკლეს ვადაში კრედიტი დაგიმტკიცდებათ. ზოგიერთი ორგანიზაცია პირველ კრედიტს უპროცენტოდაც კი გვთავაზობს. საქმე იმაშია, რომ მსგავსი ტიპის კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია! 
ასეთი კრედიტების გამცემი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყელას ეხმარებიან, ვისაც ჩვეულებრივი ბანკი უარს ეუბნება გარკვეული მიზეზების გამო კრედიტის გაცემაზე. ეს ორგანიზაციები კი არ ითხოვენ კონრეტულ ინფორმაციას რა მიზნობრიობით გჭირდებათ თანხა. სესხის აღება მარტივია, მხოლოდ პირადობის მოწმობით. 
მიკროკრედიტის აღება შესაძლებელია რამოდენიმე დღის ან თვის მანძილზე. კრედიტის დაბრუნების ვადა შეესაბამება მის მოცულობას. რაც უფრო დიდხანს იხდით ვალს, მით უფრო მეტი პროცენტი გერიცხებათ. პრინციპში ბანკებიც ასე მოქმედებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში პროცენტი თითქმის 10-ჯერ მეტია. საბოლოოდ, ერთი წლით აღებულ კრედიტზე შეიძლება იყო 300-700%.
მიუხედავად ამისა მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების ბუმია დღეს. მიზეზი კი ის არის, რომ ბანკებისგან სესხის მიღება გარკვეული პროცედურაა და ხშირ შემთხვევაში არ კმაყოფილდება. სწორედ ის ადამიანები ხდებიან ამ ორგანიზაციების კლიენტები, რომელბსაც ჩვეულებრივ ბანკებთან ურთიერთობა მოუწესრიგებელი ან გაფუჭებული აქვთ. 

დატოვე კომენტარი