დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემა, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოს ამოქმედდება

image

დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის სისტემა, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოს ამოქმედდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო  საგადასახადო ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების სისტემის შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.

სისტემის ფარგლებში, გადამხდელს ზუსტად ეცოდინება რამდენი ლარის დაბრუნება შეეძლება ავტომატურ რეჟიმში.

ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, რაც სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლოს მოხდება, ბიზნესს არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა, ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას.

ფინანსთა სამინისტროს ამ ინიციატივის შესახებ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ილაპარაკა. ბახტაძე ვარაუდობს, რომ ცვლილებების შედეგად ბიზნესში სამჯერ მეტი თანხა დაბრუნდება.

მინისტრმა ბიზნესს სექტორს მოუწოდა, რეფორმის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთონ.

დატოვე კომენტარი