სად დავაბანდოთ 5000$?

image

გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის დაგროვილი გაქვთ ფული, ყველა ვალი გასტუმრებული და მოახერხეთ დამატებით კაპიტალიც გაგჩენოდათ ინვესტირებისთვის?- მაგალითად 5 000$. სად უკეთესია ამ ფულის ჩადება, საპაიე ფონდებში, სადეპოზიტო სერთიფიკატში, საბირჟე თუ საინვესტიციო ფონდში? 
თუ თქვენ სვამთ შეკითხვას, სად უკეთესია 5000$-ის ჩადება, ეს იგივეა, რომ იკითხოთ - რისი ჭამა სჯობს სადილად? ყველაფერი დამოკიდებულია გარკვეულ მოთხოვნებზე - რა მოგწონთ? ალერგია გაქვთ თუ არა რაიმე პროდუქტზე? როგორი განწყობა გაქვთ? - ამ საკითხების გათვალისწინებით შეგიძლიათ მიუდგეთ ერთნაირად, როგორც სადილს, ისე ინვესტორს”.
სანამ დეტალებზე გადახვალთ დაიწყეთ საბაზო საკითხებით (საინვესტიციო ინსტრუმენტი და თანხა რომლის დაკარგვასაც შეეგუებით თუ ბაზარზე მოვლენები გაუთვალისწიენებელი რისკების გამო ცუდაად განვითარდება). 
პირველი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ: როდის აპირებთ ინვესტირებული თანხის გამოყენებას? ზოგადად სწორი გადაწყვეტილებაა ფულის გრძელვადიანი ინვესტირება, როგორც მინიმუმ 5 წლით, იდეალში 10 წლით და მეტით. როგორც კი ამ შეკითხვას უპასუხებთ, შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ. 

მოკლევადიანი ინვესტიციები
შემნახველი ანგარიში
საუკეთესო ადგილი ფულისთვის, რომელიც შეიძლება გამოიტანოთ პირველივე აუცილებლობისას, ეს არის შემნახველი ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ წლური საპროცენტო განაკვეთი მაღალი არ არის - დაახლოებით 1%, - ეს საუკეთესო ვარიანტია სწრაფ ანგარიშებს შორის. 
ამ ტიპის ანგარიშების შემოსავალი ახლოსაა სადეპოზიტო სერთიფიკატთან, თან თანხის გატანისას ან ანგარიშის დახურვისას არ ერიცხება საკომისიო. 
სადეპოზიტო სერთიფიკატი ან სადეპოზიტო ანგარიში
თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ფული დააბანდოთ მინიმუმ 5 წლით, უმჯობესია გამოიყენოთ სადეპოზიტო სერთიფიკატი დახურვის ზუსტი თარიღით. 
ამ ვარიანტის უარყოფითი მხარე ის არის, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ფულის ვადაზე ადრე გამოტანას, თუ ამის გარდაუვალი აუცილებლობა გექნებათ, მაშინ მოგიწევთ საკომისიოს გადახდა. 
სადეპოზიტო ანგარიშზე საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია, ვიდრე სადეპოზიტო სერთიფიკატზე, სხვაობა ისაა, რომ ამ შემთხვევაში ფულის გატანა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. 
გრძელვადიანი ინვესტიციები
აქტიურად მართვადი საპაიე ფონდი
ინვესტორები, რომლებსაც შეუძლიათ უფრო ხანგრძლივ პერიოდზე დააბანდონ თავიანთი ფული და არ ეშინიათ რისკზე წასვლის მაღალი შემოსავლის მიღების სანაცვლოდ - ფული უნდა ჩადონ საფონდო ბაზარზე. 
საპაიე ფონდები – საუკეთესო ადგილია აქციებში ინვესტიციისთვის. თუ აქციების შერჩევა თქვენთვის სტრესული და რთული საქმეა, ფონდის პროფესიონალი მენეჯერი თავად გააკეთებს ყველაფერს. 
გახსოვდეთ, რომ საპაიე ფონდებში მომსახურების საკომისიო არანაკლებ 1,26%-ს შეადგენს. 
საინდექსო ფონდი
თუ თქვენი მიზანია მიაღწიოთ თქვენი პორტფელის მაქსიმალურ დივერსიფიკაციას, ასევე გააკეთოთ გრძელვადიანი ინვესტიცია, მაშინ უნდა მიაკითხოთ საინდექსო ფონდს. აქ აქციებისთვის განკუთვნილი ხარჯები შეადგენს 0,75%-ს. 
საბირჟე საინვესტიციო ფონდი (ETF)
საპაიე და საბირჟე საინვესტიციო ფონდი ძალიან გვანან ერთმანეთს. საბირჟე საინვესტიციო ფონდს არ გააჩნია აქტიური მმართველობა, ამიტომ თქვენ მოგიწევთ როგორც მინიმუმ წელიწადში ერთხელ საკუთარი პორტფელის კორექტირება. საკომისიო აქ მაღალი ნამდვილად არ არის და შეადგენს 0,57%-ს.
პირველი ნაბიჯის გადადმგამდე
შეიძლება თქვენ უკვე მზად ხართ 5 000$-ის ინვესტირებისთვის, მაგრამ, სანამ პირველ ნაბიჯს გადადგამთ ყურადღება გაამახვილეთ 3 ინსტრუმენტზე, რომლებიც გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ:
1. ვალის დაფარვა მაღალი საპროცენტო განაკვეთით.
2. თანხის ჩადება საპენსიო ფონდში, რომელიც არ იბეგრება გადასახადებით.
3. პირადი ფონდის შექმნა გარდაუვალი საჭიროებებისთვის, რომელში ჩადებული თანხაც საკმარისი იქნება მინიმუმ 6 თვეზე.

დატოვე კომენტარი