9 კარგი რჩევა სკანდალური ბიზნესმენებისგან

image

ბიზნეს-ლიედერებს უყვართ რჩევების მიცემა, მაგრამ თავად იშვიათად იქცევიან ამ რჩევების შესაბამისად. სწორედ ამაზეა საუბარი ზაკ ბასონტეს ახალ წიგნში “ცუდი ადამიანების კარგი რჩევები” (Good Advice from Bad People). გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს ამ წიგნიდან:
დიკ ფულდი
“როცა იცით რაზე საუბრობთ, თქვენ გამოგყვებიან ადამიანები, რადგან თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ”.
ჯონ სკალი
“როგორც მენეჯერი მე ჩემს დაქვემდებარებულ თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევ გამოთქვან საპირისპირო აზრი. მსგავსი შესაძლებლობა, აზრთა სხვადასხვაობა დისკუსიის მასტიმულირებელია, სხვებს აიძულებს მოვლენებს განსხვავებულად შეხედონ”.
ბერნარდ მედოფი
“ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივ ინვესტორს შეუძლია – ეს არის ფულის ჩადება საპაიე ფონდში”.
დენის კოზლოვსკი
“თქვენი ცხოვრების გზაზე შემხვედრ სირთულეებს შეამოწმებს თქვენი მორალური პრინციპები. ფრთხილად იყავით არჩევანის გაკეთბისას, რამდენადაც ეს მარტივი ნამდვილად არ არის ”.
ალ დანლეპი
“ბარიერებს, რომლებიც წინსვლაში ხელს გვიშლის - ჩვენ თავად ვქმნით საკუთარ თავში”.
ლუ პერლმანი
“ძუნწობა – ცუდია. ყოველი გარიგება – არის სერიოზული მოლაპარაკება და ეხება არა გამარჯვების მოპოვებას, არამედ კომპრომისებისა და პასუხისმგებლობების ძიებას ”.
დონალდ ტრამპი
“თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ საკუთარ თავში, მაგრამ გადაჭარებებული თვითდარწმუნებულობაც არ ვარგა. ის, ვინც ფიქრობს, რომ ყოველთვის გაიმარჯვებს, ყოველთვის დამარცხდება ”.
კეი უიტმორი
“ლიდერები ყოველთვის უნდა ცდილობდნენ განახლებას და იყვნენ ნამდვილი მეწარმეები”.
ბარი მინკოვი
“წარმატებას რომ მიაღწიოთ - ეს ძალიან უნდა გინდოდეთ. თქვენ მიაღწევთ წარმატებას, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად თქვენი ასაკისა”.

დატოვე კომენტარი