რით განსხვავდება ნებაყოფლობითი დაზღვევა აუცილებელისგან?

image

დღეისათვის დაზღვევა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას არამარტო საკუთარი ქონების, არამედ საკუთარი თავის დაცვისთვისაც. ადამიანს სადაზღვევო პოლისის არსებობის შემთხვევაში შეუძლია მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიღება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. 
თუმცა სტატისტიკა მოწმობს, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ცდილობს დააზღვიოს არა მთელი თავისი ქონება, არამედ ყველაზე ფასეული ნაწილი, ხშირად ჯანმრთელობის დაზღვევაზე უარს აცხადებენ და პირადი ავტომანქანის დაზღვევაზე უფრო ზრუნდავენ. 
დღეისათვის არსებობენ ქვეყნები, სადაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელ პირობას წარმოადგენს - სავალდებულოა და მასზე უარის თქმის უფლება ადამიანს არ აქვს.  თუმცა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც ასე არ არის. აღსანიშნავი ცვლილება, რაც ამ მხრივ საქართველოში მოხდა არის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს საქართველოს უკლებლივ ყვლა მოქალაქის ჯანმრთელობის დაზღვევას, მხოლოდ ამ პაკეტის პირობა გულისხმობს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებების 70%-იან ანაზღარუებას და მცირედ არასაოპერაციო სამედიცინო მომსახურებების გაწევა-დაფარვას. 
რაც შეეხება ნებაყოფლობით დაზღვევას, ქართულ ბაზარზე ოპერირებენ სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც დღეისათვის დაზღვევის მსურველებს საკმაოდ მისაღებ, ფაქტიურად ინდივიდუალურად შერჩეულ სადაზღვევო პირობებს სთავაზობენ. მთავარია ადამიანს გაუჩნდეს სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის სურვილი, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჯანმრთელობის, ავტო, ქონების თუ სიცოცხლის დაზღვევა - არჩევანი და პირობები ნამდვილად არის საამისოდ. ქართულ ბაზარზე მოქმედი სადაზღვევო კომპანიების და მათი პროდუქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სადაზღვევო კომპანიების ვებ-გვერდებზე.

დატოვე კომენტარი