ფიზიკურ პირებს, რომლებიც მევახშეობენ, სახელმწიფო გააკონტროლებს

image

ფიზიკურ პირებს, რომლებიც 20-ზე მეტ პირზე გასცემენ სესხებს, ვალდებულება ექნებათ, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, გარდა იურიდიული პირებისა და მეწარმეებისა, არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც ამ საქმიანობას აწარმოებენ და სწორედ ამ მიმართულებით არის ეს ნაბიჯი გადადგმული, რომ მსესხებლების უფლებები დაცული იყოს.

"რაც შეეხება გაკონტროლებას, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ადამიანი ან პირთა ჯგუფი ახორციელებს გასესხებას და არ აქვს რეგისტრაცია, ინფორმაცია მიეწოდება სათანადო უწყებებს ამასთან დაკავშირებით და მათი მოვალეობა იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სესხის გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის რეგულაციები 7 მაისიდან ამოქმედდა.

დატოვე კომენტარი