უცხოური ინვესტიციები 32.9 %-ით შემცირდა

image

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 32.9 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლას, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) ასახელებს.

ამასთან, პირველი 4 თვის განმავლოაბში სააქციო კაპიტალში 112.7 მლნ დოლარი ჩაიდო, რეინვესტირების მაჩვენებელი კი 199.6 მილიონია.

დატოვე კომენტარი