სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი 2019 წლისთვის 1 მილიონ 654 ათასი ლარით იზრდება

image

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ეროვნული ბიბლიოთეკის 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მართალია, ეროვნული ბიბლიოთეკის ბიუჯეტის პარამეტრები 2019 წელს იგივე რჩება, რაც მიმდინარე წელსაა, თუმცა, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება შენობისა და წიგნის ფონდის რეკონსტრუქციის პროცესი, რაც ბიბლიოთეკის, პარლამენტისა და, რა თქმა უნდა, ყველა მკითხველისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საბიუჯეტო განაცხადებიც განიხილეს.

წარდგენილი პროექტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი 2019 წლისთვის  1 მლნ 654 ათასი ლარით იზრდება. ეს თანხა მოხმარდება უწყების ეფექტიანობის გაზრდას და ასევე ითვალისწინებს აუდიტის სამსახურის თანამშრომელთათვის ხელფასების მომატებასაც.

ცესკოს ბიუჯეტი კი გაისად მიმდინარე წელთან შედარებით შემცირდება, 27 მლნ 487 ათას ლარამდე, რადგან 2019 წელი საარჩევნო წელი არ არის.   

სულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 11 საკითხი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. 

დატოვე კომენტარი