„პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს“

image

„ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეფექტურად მიმდინარეობს. ჩვენც მისი ბენეფიციარები ვართ. რომ არა ეკონომიკის  სამინისტროს ეს პროექტი, ჩვენ ამ საწარმოში ფულის ჩადებას ვერ გავრისკავდით და არ ჩავდებდით,” – განაცხადა შპს „ტიფლის ტექსტილის” დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ. აღნიშნული საწარმო პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს –  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ის ძვირი ფული, რომელიც ბაზარზე არსებობს საკრედიტო რესურსის სახით, ჩვენთვის 2 წლის მანძილზე იაფი ყოფილიყო. ამან გადაგვაწყვეტინა, ინვესტიცია ქარხნის მშენებლობაში ჩაგვედო,” – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„ტიფლის ტექსტილი” ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. „ეს ის მიმართულებაა, რითაც ადგილად შევძლებთ ევროგაერთიანების ბაზარზე შესვლას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, რითაც აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ,” – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში”, ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შესაძლებლობით ბევრი ისარგებლებს და საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება,” – განაცხადა შპს „ტიფლის ტექსტილის” დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს” საწარმოს ასაშენებლად თბილისში, საიროს ქუჩის 81-ის მიმდებარედ 9492  კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა. ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით კომპანიამ, შპს „ტიფლის ტექსტილ” საწარმოს თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

დატოვე კომენტარი