ვადაგადაცილებისას სანქცია თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ს არ უნდა აღემატებოდეს

image

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, სანქციის ოდენობა წლიურად 98.55 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით კი, მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის თქმით, ის მხარს უჭერს ამ პროექტს. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა, მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოჯახს ჭარბვალიანობისგანდაიცავს და იმისგან, რომ ადამიანები როდესაც იღებენ ჭარბ ვალს, შემდეგ უკვე უჭირთ გადახდა და უწევთ მაგალითად, საცხოვრებელი სახლის, მანქანის, სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვა. ეს შემდეგ მათ ძალიან უმცირებს შანსებს, რომ ღირსეულ პირობებში იცხოვრონ", - თქვა სოფიო კილაძემ.

დატოვე კომენტარი