ფულადი გზავნილების რაოდენობა გაიზარდა

image

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით (15.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

დატოვე კომენტარი