სადაზღვევო კომპანიების მოგება გაიზარდა

image

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ, 2018 წლის I კვარტალში 7,57 მლნ ლარი შეადგინა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1.9 მლნ ლარით მეტია. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში გაზრდილია დარგის მიერ მოზიდული პრემიის ოდენობა, აქტივები და სადაზღვევო კომპანიების კაპიტალი.

კერძოდ, 2018 წლის I კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაღზვეო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 164,39 ლარი შეადგინა, აქტივები 650,74 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალი 178,79 მლნ ლარით.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კომპანიებმა ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია სამედიცინო დაზღვევის სფეროდან მოიზიდეს, ამ მაჩვენებელმა 2018 წლის I კვარტალში 89.83 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის I კვარტალში 84.46 მლნ ლარით განისაზღვრა. მოზიდული პრემიის ოდენობით ხუთეულში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (24.73 მლნ ლარი), ქონების დაზღვევა (15.20 მლნ ლარი), სიცოცხლის დაზღვევა (10.92 მლნ ლარი) და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაა(5.25 მლ ლარი).

დატოვე კომენტარი