ქართული ევროობლიგაციების მიმოხილვა

image

საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 6.0%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 100.0 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით). საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაცია GEBGG 06/20-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 100.5 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 10.7%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციები GEOCAP 03/24-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 94.8 (უცვლელი წინა კვირასთან შედარებით), 7.3%-იანი შემოსავლიანობით. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციები GEOROG 04/21-ით ვაჭრობა დაიხურა ფასით 101.0 (-0.2% წინა კვირასთან შედარებით), 6.4%-იანი შემოსავლიანობით. საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 105.4 ფასად (+0.2% წინა კვირასთან შედარებით), 6.2%-იანი შემოსავლიანობით. 

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით - 106.4 (-0.2% წინა კვირასთან შედარებით), 4.4%-იანი შემოსავლიანობით. 
წყარო: G&T

დატოვე კომენტარი