მთავრობა ადგილობრივი ნაწარმის წახალისების მიზნით შეღავათებს აწესებს

image

საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით, შეღავათების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შემუშავდება შესაბამის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. 

მისივე განცხადებით, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან სრულად გათავისუფლდება, ასევე იგეგმება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქციის მიწოდების გათავისუფლებაც.

ასევე დაგეგმილია, რომ გადამხდელებს, რომელთაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, სრულად ჩამოეწეროთ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა.

ახალი სამთავრობო პროგრამით მთავრობის წევრობის კანდიდატებს გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომებზე უსმენენ.

დატოვე კომენტარი