ლიბერალური კრიპტო-კანონმდებლობის მიღებით ინვესტიციების მოზიდვას შევძლებთ

image

„თუ დღეს საქართველო ლიბერალურ კრიპტო-კანონმდებლობას მიიღებს, ხვალ ამის შესახებ მთელი მსოფლიო ისე ისაუბრებს, რომ ჩვენ 1 თეთრის დახარჯვაც არ მოგვიწევს“ - ასოციაცია Blockchain Georgia-ს თანადამფუძნებელი ვანო ნარიმანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ინვესტიციების მოზიდვის და ბაზარზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობა აქვს. 

„კონფერენციის მიზანი, რომელიც 20 ივნის იმართება, არის ის, რომ საზოგადოებას დავანახოთ რა არის რელევანტური. 2018 წელსაც ბევრი ბიზნესი თავისი პროდუქტის მარკტინგს აკეთებს ისე, თითქოს 2005 ან 1995 წელი იყოს. შესაბამისად ეს სფერო დღეს არის რევევანტური, 2-3 წლის შემდეგ როცა დიდი ქვეყნები გააჯერებენ ამ ბაზარს, ჩვენთვის რთული იქნება იქ შესვლა. დღეს თუ საქართველო ლიბერალურ კრიპტოკანონდებლობას მიიღებს, ხვალ ამის შესახებ მთელი მსოფლიო ისე ისაუბრებს, რომ ჩვენი 1 თეთრის დახარჯვაც არ მოგვიწევს. 2-3 წლის შემდეგ კი ეს მილიონები დაგვიჯდება. დღეს გვაქვს იმის შანსი რომ გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგია, ბაზარზე ადვილად შევიდეთ და ინვესტიციები მოვიზიდოთ. 

კონფერენციაზე იქნება ისეთი პროექტების განხილვა, როგორიც არის ენერგოსექტორში ბლოქჩეინის გამოყენება, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, იგივე მაინინგიდან გამომდინარე. ბოლო რამდენიმე წელში რამდენიმე ასეული მეგავატით გვაქვს გაზრდილი ენერგო მოხმარება და ძირითადი წილი მაინინგზე მოდის. თუ ადრე ექსპორტს ვეწეოდით, ახლა გარკვეულ პერიოდებში იმპორტიც გვიწევს. ამდენად იგივე მაინინგი აქსელერატორი უნდა იყოს ენერგოსექტორისთვის.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ვანო ნარიმანიძემ.

დატოვე კომენტარი