საქართველოს ბლოკჩეინის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს

image

Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე 20 ივნისს თბილისში დაგეგმილ კრიპტო ღონისძიებას კონტაქტების დამყარებისა და საინტერესო წამოწყებების კუთხით კარგ შესაძლებლობად აფასებს. სუდაძე თვლის, რომ საქართველოს ბლოკჩეინების მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. 

„ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იქნება წარმოდგენილი ამ კონფერენციაში, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. ისეთი ცნობილი სპიკერები ჩამოდიან, რომელთა ვიზიტს საქართველოში 2 წლის წინ ვინატრებდით. მათი მხრიდან იმდენად საინტერესო პროექტების წარდგენა იქნება, რომ ვფიქრობ, ახალ წამოწყებებს ხელს შეუწყობს. კომუნიკაცია გაიზრდება, რაც აქაური და უცხოური ინვესტიციების დაკავშირებას უზრუნველყოფს. 

როცა კრიპტო სამყაროს განვითარება ხდება, პირველი ეტაპი არის მაინინგი, ჯერ იწყებენ მაინინგს და შემდეგ გადადიან ვაჭრობაზე, ახალ სტარტაპ პროექტებზე. მაინინგი გავიარეთ, უკვე ხვდებით რატომ ვაკეთებთ ამას, ხარჯის და მოგების გათვლა დავიწყეთ. ახლა გადავდივართ ახალ-ახალ ეტაპებზე, სადაც ახალ-ახალი მიმართულებები უნდა გავაკეთოთ. არიან ქვეყნები რომლებიც გვისწრებენ ამ კუთხით და უნდა დავეწიოთ “ - განაცხადა ალექსანდრე სუდაძემ.

დატოვე კომენტარი