Porsche-მ Rimac Automobili-ის 10%-იანი წილი შეიძინა

image

Porsche-მ სპორტული ელექტრო ავტომობილების ხორვატიული კომპანიის Rimac Automobili-ის 10%-იანი წილი შეიძინა. ამის შესახებ CNBC წერს. 

როგორც გერმანულ ავტომწარმოებელში განმარტეს, წარმოდგენილი ხედვა ელექტრო ავტომობილების განვითარებასთან დაკავშირებით მათთვის მისაღებია და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ. 

სხვა ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებლების მსგავსად, Porsche-ც აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ელექტრომობილების შექმნის მიმართულებით. კომპანიამ გასულ წელს პირველი ელექტრომობილის წარმოების შესახებ განაცხადა. Porsche Mission-ის გაყიდვები ოფიციალურად 2019 წლიდან დაიწყება. 

დატოვე კომენტარი