ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა

image

ნავთობის ფასი შემცირების ტრენდს ინარჩუნებს. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 74,73 (- 0,82) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68,08 (- 0,50) დოლარი/ბარელზე.

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „Opec+“- მა ნავთობის მოპოვების გაზრდის რეკომენდაცია გასცა.

მანამდე კი დონალდ ტრამპმა OPEC-ი ნავთობის ფასის ზრდის გამო  გააკრიტიკა.

დატოვე კომენტარი