საბანკო რეგულაციებზე ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები ეროვნულმა ბანკმა არ გაითვალისწინა

image

საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები ეროვნულმა ბანკმა არ გაითვალისწინა. ამის შესახებ imedinews-ს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

როგორც ლექვინაძე ამბობს, მათი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ ეროვნული ბანკის რეგულაცია საფინანსო ორგანიზაციებისთვის სარეკომენდაციო ხასიათის ყოფილიყო და არა სავალდებულო.

ბიზნესომბუდსმენმა ეროვნულ ბანკს მაისში მიმართა. მაშინ ლევან კალანდაძე აცხადებდა, რომ ბიზნესის ინტერესები არ უნდა შეზღუდულიყო.

„დაშვებული შეცდომა ამ სფეროში სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს და არა მხოლოდ ბანკებს, საკრედიტო ორგანიზაციებს, არამედ ამ ორგანიზაციების კლიენტებს შეექმნათ პრობლემა,“ -ამბობდა ლევან კალანდაძე.

შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა 7 მაისიდან აიკრძალა. ახალი რეგულაციების ამოქმედების პარალელურად ირკვევა, რომ ამისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა ბანკიც და მომხმარებელიც.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც ეროვნული ბანკი იღებს, საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული.

"თამაშის ახალი წესები ყველა საფინანსო ორგანიზაციებზე 1 იანვრიდან გავრცელდება“, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბანკი მუშაობს დოკუმენტზე , რომელშიც მოცემულია კონკრეტულ საქმიანობათა ჩამონათვალი და ამ სფეროში დასაქმებულთათვის სესხის გაცემის პირობები.

დატოვე კომენტარი