800 ავტომობილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

image

ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე გზებზე გადაადგილება 800 ავტომანქანას აეკრძალა. როგორც სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, აღნიშნულმა ავტომობილებმა განმეორებით ტესტირებაზეც ვერ აჩვენეს დადებითი შედეგი, ამიტომ მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები საპატრულო პოლიციას გადაეცა და გზებზე რომელიმე მათგანის გამოჩენის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სანქციები გატარდება. 

სააგენტოს მონაცემებით, ჯამში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვრიდან დღემდე 36 000-მა მანქანამ გაიარა, საიდანაც 75%-მა დადებითი შედეგი აჩვენა. შეგახსენებთ, რომ სატვირთო, სამგზავრო და მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის 1 ინვრიდან სავალდებული ტექნიკური ინსპექტირება მოქმედებს.

დატოვე კომენტარი