საქართველოში 178 955 აქტიური ბიზნესსუბიექტია

image

საქართველოში, 1 ივნისის მდგომარეობით 698 379 ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული, აქედან მხოლოდ 178 955 მათგანია აქტიური.

საქსტატის მონაცემებით, აქტიურ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი - 60 042 სუბიექტი, ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების სფეროში საქმიანობს. დარჩენილი, აქტიური 53 360 კომპანიის საქმიანობა უცნობია.

1 ივნისის მდგომარეობით, 14 081 კომპანია უძრავი ქონებით ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სფეროში საქმიანობს, 12 354 - გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში.

რაც შეეხება სხვა დარგებს, სოფლის მეურნეობა/ნადირობა/სატყეო მეურნეობის სფეროში 1 550 კომპანია საქმიანობს, თევზჭერა/მეთევზეობის სფეროში - 118, სამთომოპოვებითი საქმიანობით 674 კომპანიაა დაკავებული, მშენებლობით - 6 973.

სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში 6 088 აქტიური კომპანიაა, საფინანსო სფეროში - 2 110. განათლების დარგში 4 317 აქტიური კომპანიაა რეგისტრირებული, ჯანდაცვის სფეროში - 3 031, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის - 9 219 და სხვა.

დატოვე კომენტარი