გიორგი ჩერქეზიშვილი: ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა შეუქცევადია

image

„ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა არის შეუქცევადი, საკმაოდ რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა -სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოებისჩართულობა იყოს მაღალი”,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგიჩერქეზიშვილმა კონფერენციაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმისმონიტორინგი და შეფასება” სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსიუსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის ორგანიზებით სასტუმრო„რედისონ ბლუ ივერია”-ში იმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა ავტოსატრანსპორტოსაშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ერთობლივიპასუხისმგებლობის საკითხია, მათ შორის როგორც მძღოლების, ისე სახელმწიფოსი და სამოქალაქოსაზოგადოების. „სახელმწიფოს ვალდებულების საკითხია იმ ნაწილში, რომელზეც ვსაუბრობთ – გარემოს დაცვითი ღონისძიებებისუზრუნველყოფა,

ასევე ინფრასტრუქტურის და ხარისხის კონტროლის ნაწილი, კერძოდ, საწვავზე ვსაუბრობ – რომეს ყველაფერი გამართული იყოს და რეგლამენტები იყოს წესრიგში და იმ შესაბამისობაში, რა ვალდებულებებიცგვაქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მივესალმებით თქვენი პროექტისდაწყებას და ვიმედოვნებით, რომ ის იქნება თანამშრომლობაზე დამყარებული”, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მანხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა იმ ნაწილში, რომელიცსახელმწიფომ უნდა განახორციელოს -კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმების ნაწილში. შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორეეტაპი დაიწყო. ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანებიდაექვემდებარებიან. დღეიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეეძლება.ამასთან, სამუშაო საათებში მოქალაქეებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ცხელი ხაზის 1484-ის მეშვეობით.

დატოვე კომენტარი