საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია შემცირდა

image

საქართველოს საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაციის კლების ტენდენცია ჯერ კიდევ მარტიდან შეინიშნება. 31 მარტის მონაცემებით მისი ღირებულება 3,063,093,902 ლარი იყო, რაც ახლანდელ მონაცემთან შედარებით 623 მილიონით მეტია. ერთჯერადად ყველაზე დიდი ვარდნა ბირჟამ მარტიდან აპრილის თვის პერიოდში განიცადა, როდესაც 1 თვეში 551 მილიონი ლარი დაკარგა.

საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციის შესახებ მონაცემი თვეში ერთხელ ქვეყნდება და ამჟამად ეს რიცხვი 2,440,279,919 ლარია, მისი ინდექსი GSX კი, რომელიც დამოკიდებულია ტოპ 10 დალისტული კომპანიის ინდექსზე - 132 პუნქტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 3 თვეში მან თითქმის 100 პუნქტიანი კლება განიცადა.

დატოვე კომენტარი