ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

image

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 18.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.19% წინა კვირასთან შედარებით და +1.14% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 519 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 18.84 – 19.63 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 131 ათასი აქცია შეადგინა.

 Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.01% წინა კვირასთან შედარებით და -7.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 581 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.25 – 11.55 დიაპაზონში. თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.46 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (+3.31% წინა კვირასთან შედარებით და +8.72% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 197 ათასს გადააჭარბა, GBP 16.54 – 17.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.

 საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.52 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-1.37% წინა კვირასთან შედარებით და - 13.43% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 173 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.39 – 2.59 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.

დატოვე კომენტარი