ივნისში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები შემცირდა

image

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები შემცირდა 2,6 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირდა ხილზე, ყურძენი (-14,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-13,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,3 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (-0,8 პროცენტი).  ამასთან, გაძვირდა ხორცი და ხორცის პროდუქტები (0,9 პროცენტი).

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასების 4,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქისრდა ტრანსპორტზე.

ფასები 5, 2 პროცენტით გაიზარდა კომუნალურ მომსახურებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე კი ფასებმა 5,1 პროცენტით მოიმატა.

გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 4,9 პროცენტით. ფასები სამომხმარებლო კალათაში მხოლოდ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე შემცირდა. ამ ჯგუფში ფასები წინა წლის ივნისთან შეადრებით, 7,7 პროცენტით შემცირდა.

დატოვე კომენტარი