NEFCO საქართველოს 2.83 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

image

საქართველო საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს. შესაბამის სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი დღეს მოეწერა.

შეთანხმების ფარგლებში NEFCO საქართველოს 2.83 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, ასევე ქვეყანა გრანტის სახით 1.87 მილიონ ევროს მიიღებს.

პროექტის მიზანი საქართველოში საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის კუთხით ღონისძიებების განხორციელებაა, რაც პროექტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ და საგანმანათლებლო შენობებში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი