ტურისტების რაოდენობა იზრდება

image

2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 606,792 შეადგინა, ზრდა +14.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 399,989 შეადგინა, რაც 68,550-ით მეტია 2017 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +20.7%).

დატოვე კომენტარი