ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის

image

2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 606,792 შეადგინა, ზრდა +14.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 399,989 შეადგინა, რაც 68,550-ით მეტია 2017 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +20.7%). 

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+27.5%), აზერბაიჯანიდან (+10%),სომხეთიდან (-5.5%) და თურქეთიდან (+14.7%) განხორციელდა. 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +73%, ჩეხეთი +72%, გერმანია +63.6%, საფრანგეთი +44.3%, პოლონეთი +36.7,გაერთიანებული სამეფო +32.5%, იტალია +27.2% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +955.5%, ქუვეითი +395.8%, კორეის რესპუბლიკა +192.8%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +159.3%, ჩინეთი +92.3%, ბელარუსი +56.9%. 

2018 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 3,561,961 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. 

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,997,448 შეადგინა, ზრდა +16.4%-ია.ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,933,774 შეადგინა, რაც 359,930-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +22.9%). 

დატოვე კომენტარი