ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

image

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 76 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.380 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.364 პროცენტით განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი