სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთები საქართველოსა და მსოფლიოში

image

ადგილობრივ ვალუტაში გაცემულ არა-უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობის მიხედვით, საქართველო 13 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა, განაკვეთი კი 16,5%-ს შეადგენს. ISET-ის კვლევის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდს მოიცავს, ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 7% ხორვატიაშია, ყველაზე მაღალი - 30,8% კი უკრაინაში, რუსეთში ასეთ სესხებზე 20,6%-იანი განაკვეთი ფიქსირდება, სომხეთში კი 27,9%-იანი.

ამ შედეგით საქართველო მესამე პოზიციაზეა რუმინეთის (7%) და ალბანეთის (7,6%) შემდეგ. ISET-მა საკუთარ კვლევაში უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებიც მოიცვა, თუმცა საკვლევ ქვეყნებში ასეთი სესხი სულ ოთხგან - ხორვატიაში, საქართველოში, მაკედონიასა და სომხეთში გაიცემა. შედეგად კი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მოცულობით საქართველო მეორე პოზიციაზეა 8,3%-ით, მეზობელ სომხეთში ეს განაკვეთი 10,7%-ს აღწევს. 

რაც შეეხება ადგილობრივ ვალუტაში გაცემულ იპოთეკური სესხების ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ამ მხრივ საქართველო ბოლო ადგილზეა, განაკვეთი კი 12,3%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხის ამ სახეობაზე ჩეხეთში ფიქსირდება - 5%-ის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ კვლევა ISET-მა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანაში ჩაატარა.

დატოვე კომენტარი