ბათუმში გასაყიდი უძრავი ქონების ფასები ცნობილია

image

თბილისის შემდეგ ყველაზე განვითარებული სამშენებლო სექტორი აჭარაშია. ბათუმში ბინის ყიდვის მსურველების რაოდენობა ფასზეც აისახება. სააგენტო „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რა ღირს ბინები ზღვისპირა ქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე. 

ვებპორტალ saqme.ge-ის ინფორმაციით, ბათუმში ძველი აშენებული ბინის 1მ2 ფასი 600-700 დოლარამდე მერყეობს. ახალ აშენებულის ფასი კი უფრო ძვირია და 750-950 დოლარი ღირს. რაც შეეხება მშენებარე ბინებს, მისი ფასი 450-550 დოლარის ფარგლებშია.

როგორც უძრავი ქონების სააგენტოს thouse.ge დამფუძნებელი ალექსანდრე სულუხია ამბობს, რომ ბათუმში ყველაზე მიმზიდველი ადგილი სანაპირო ზოლზეა.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად იმატებს როგორც ბინის დაქირავების, ასევე ყიდვის მსურველიც. თუმცა ძირითად შემთხვევაში ზაფხულში გაყიდვისგან თავს იკავებენ, რადგან ეს სეზონი გაქირავებისთვის იდეალური თვეებია. ამიტომ გაყიდვა სექტემბრის შედეგ უფრო იწყება. რაც შეეხება ფასებს, ის ცვალებადია.

დატოვე კომენტარი