საქართველოში ბიზნესკლიმატი საკმაოდ გაძლიერდა

image

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის ვინსენტ რეის შეფასებით, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი საკმაოდ გაძლიერდა და ექსპორტის მონაცემებიც შთამბეჭდავად გამოიყურება. ,,ციფრები სტაბილურ ტენდენციას ადასტურებს“-განაცხადა ვინსენტ რეიმ გადაცემაში "ანალიტიკა" სტუმრობისას. მისი თქმით, იმისთვის, რომ უფრო აქტიურად იქნას გამოყენებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობები, აუცილებელია კომპანიებმა მოახერხონ ახალ სტანდარტებთან ადაპტაცია. 

"იქნება ეს კვების უსაფთხოების, გარემოს დაცვისა თუ შრომის სტანდარტებთან დაახლოება, ბიზნესმა ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. ასევე უნდა გახდნენ უფრო ინოვაციურები, მათ სჭირდებათ უკეთესი ფინანსური და მენეჯერული უნარჩვევები", - განაცხადა ვინსენტ რეიმ. 

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა აქტიურად ეხმარება ქართულ ბიზნესს დააკმაყოფილონ ეს სტანდარტები. 

"ჩვენ გვაყავს კონსულტანტები, ევროკავშირმა უზრუნველყო 4 ქალაქში თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბება, რის ფარგლებშიც მხოლოდ შარშან 300-მდე ბიზნესკომპანიამ მიიღო კონსულტირება ექსპორტის წესებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ", - აღნიშნა რეიმ. 

ევროკავშირის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ევროპის ბაზარი ძალიან მომთხოვნია, ამიტომ ქართველ მეწარმეებს ურჩევს უფრო მეტად ინოვაციურები იყვნენ და აგრესიული მარკეტინგიც გამოიყენონ.

დატოვე კომენტარი